
Agritechnica 2025: CLAAS მე-13 პავილიონში უამრავ სიახლეს წარმოგვიდგენს
9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ჰანოვერი სოფლის მეურნეობის ტექნიკის მსოფლიო ცენტრად გადაიქცევა – და Agritechnica 2025-ის შუაგულში, რა თქმა უნდა, CLAAS იქნება, მე-13 პავილიონში, უამრავი სიახლით!
5,180 კვადრატულ მეტრზე თქვენ გელით ტექნიკა, რომელიც აღგაფრთოვანებთ, ინოვაცია, რომელიც ამოძრავებს სოფლის მეურნეობას და სულისკვეთება, რომელსაც იგრძნობთ. ჩვენ წარმოგიდგენთ 50-ზე მეტ საინტერესო სიახლესა და მსოფლიო პრემიერას.
ინოვაციური პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ოთხ სხვადასხვა სივრცეში: მწვანე ხაზის ტექნიკა, სიმინდის სასილოსე ტექნიკა, მარცვლეულის ტექნიკა და CLAAS-ის ციფრული სერვისები, თითოეული მათგანი სავსეა სიმძლავრით, სიზუსტითა და მომავლის ხედვით.
გვეწვიეთ, მიიღეთ შთაგონება და აღმოაჩნეთ CLAAS ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს გინახავთ. ჩვენ გელოდებით!

1 ოქრო და 4 ვერცხლი CLAAS-თვის
- 2 ვერცხლი: JAGUAR-ის ინოვაციები: JAGUAR 1000 სერიის ინოვაციური საერთო კონცეფცია და CEMOS AUTO CHOPPING, როგორც დამხმარე სისტემა
- 1 ვერცხლი: ვარიატორული ტრანსმისიის მქონე ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, წინასწარ განმსაზღვრელი, სრულად ადაპტირებადი ამძრავი სისტემის მართვიის სისტემა
- 1 ვერცხლი: Einböck-ისა და CLAAS-ისთვის: SMART-HILL ფერდობის კომპენსაცია CULTI CAM-ით.
რას უნდა ელოდოთ CLAAS-ის სტენდზე
მე-13 პავილიონში განთავსებულ CLAAS-ის ვარსკვლავის ფორმის, უზარმაზარ სტენდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ახალი ტექნიკა, ციფრული და ავტონომიური გადაწყვეტილებები და კომპლექსური სერვისები.
Agritechnica-ს პროგრამის ფარგლებში, თქვენთვის შემდეგი გამორჩეული სიახლეებს იხილავთ:
- ყველა დროის ყველაზე მძლავრი JAGUAR, უდიდესი წარმადობითდა ახალი კომპლექტაციებით
- ახალი, დიდი ზომის ტრაქტორების სერია უმაღლესი კომფორტითა და ოპტიმალური წევის ძალით
- ახალი, მულტიფუნქციური და მაღალი წარმადობის მქონე კომბაინების მოდელები, კიდევ უფრო მძლავრი ძრავებითა და განახლებული კაბინით.
- CLAAS connect-ის მრავალი სიახლე, რომლებიც ხანგრძლივ სამუშაო დღეებს უფრო პროგნოზირებადს და მშვიდს ხდის – ჭკვიანი AI (ხელოვნური ინტელექტის) გადაწყვეტილებებით მეტი საოპერაციო საიმედოობისთვის.
- CLAAS-ის ტექნოლოგიური სივრცე „ინოვაციების ლაბორატორია“ (Innovation Lab), ტექნიკის ავტონომიური დაგეგმვისა და საველე სამუშაოების უახლესი შემუშავებებით, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მარშრუტის დაგეგმვით.

გასაუბრეთ ჩვენს ექსპერტებს CLAAS-ის სტენდზე, მე-13 პავილიონში!
მოლოდინები რეალობად იქცევა? გამოწვევა მიღებულია. გამოსცადეთ სოფლის მეურნეობის მომავალი CLAAS-ის ინოვაციური, ახალი ტრაქტორებით Agritechnica 2025-ზე.
