საკვები ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის

აგროსფერო

საკვები ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის

ჩვენ ყოვედღიურად, ნებისმიერი საქმის კეთებისას გვიწევს მინერალებთან შეხება… მაგალითისთვის, დავაკვირდეთ ჩვენს  ყოველდღიურ საკვებ რაციონს და გავიგოთ თუ რა ადგილი უჭირავს მინერალურ სასუქებს მის წარმოებასა და გაუმჯობესებაში. მცენარეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. ისინი აჯანსაღებენ გარემოს, ფოთლების მეშვეობით შთანთქავენ ნახშირორჟანგს და შემდგომ იყენებენ მას, როგორც საშენ მასალას ფოტოსინთეზის პროცესში. ამ დროს მცენარეები ამდიდრებენ ჰაერს ჟანგბადით.  მცენარე, ნიადაგიდან ფესვების მეშვეობით ითვისებს წყალს და საკვებ ნივთიერებებს. მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში. მინერალური სასუქებიც ანალოგიურად შეიცავს მცენარისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ბუნებრივად მოიპოვება გარემოში.
საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი აზრის მიუხედავად, მაღალხარისხიანი სასუქები წარმოადგენენ ბუნებრივ მინერალურ ნაერთებს, ისეთებს, როგორიცაა ფოსფორი და კალიუმი. მათ მოიპოვებენ ბუნებრივი საბადოებიდან, აზოტი კი მოიპოვება ჰაერიდან, რომელსაც ვსუნთქავთ.
მსოფლიოში საკვები პროდუქტების მიმართ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია წარმოების გაზრდა კულტურათა მოსავლიანობის ამაღლების გზით. ამისათვის საჭიროა მცენარეების სრულფასოვანი გამოკვება. სასუქების დაბალანსებული გამოყენება აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და მცენარეებში საკვები ნივთიერებების შემცველობას, რაც თავის მხრივ ზრდის მათ კვებით ღირებულებას. ეს სასარგებლოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, რადგან ჩვენი ორგანიზმი მარაგდება მეტაბოლიზმის პროცესებისთვის აუცილებელი საშენი მასალით.
მცენარეების უნარი, შთანთქონ და გარდაქმნან ნახშირბადი, აზოტი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვა აუცილებელი მინერალური ნაერთები ჯანსაღ საკვებად, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მაგალითად, როგორ ვღებულობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს - კალციუმს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმში ძვლების სიმყარეს?
რძე და რძის პროდუქტები ადამიანის რაციონში, კალციუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
რძეში კალციუმი ხვდება ბალახიდან, რომლითაც იკვებება ძროხა. იმისათვის, რომ გავამდიდროთ ბალახი კალციუმით, მისი ნაკლებობა უნდა შევავსოთ კალციუმის შემცველი მინერალური სასუქით. იგი ამდიდრებს ბალახს საჭირო მინერალებით, რომელსაც შემდგომ ითვისებს ძროხა. ამგვარად, ნიადაგში ბუნებრივად არსებული და მინერალური სასუქის გამოყენებით შეტანილი კალციუმით, მდიდრდება ჩვენი საკვები რაციონი.
კალციუმი მხოლოდ მაგალითია; სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის. ამრიგად, სასუქებში არსებული მინერალები მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია საკვები პროდუქტების მაღალი ხარისხის და ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის.
Yara აწარმოებს სასუქებს, რომლებიც შეიცავს მცენარისთვის ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას და გვასწავლის მათ ეფექტურ გამოყენებას. ჩვენი მიზანია ჯანსაღი საკვების წარმოება, მოსავლიანობის გაუმჯობესება და გარემოზე ზრუნვა.

აგროსფერო