ვაზის დაავადებები - მცირე გზამკვლევი

აგროსფერო

ვაზი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ტრადიციული ქართული ღვინის წარმოება, სწორედ, ჯანსაღ ვაზსა და მის ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა, სხვადასხვა ტიპის დაავადებები ამ მეურნეობისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 


ვაზის მოყვანის პროცესში მევენახეები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა დაავადებებსა და მავნებლებს, რომლებიც მცენარის დაზიანებას, მოსახლის ხარისხისა და რაოდენობის შემცირებას იწვევს.


ვაზის დაავადებები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, ესენია: სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული და სხვადასხვა მავნებლებით გამოწვეული. თითოეულ ამ ჯგუფში შემავალ დაავადებებს განსხვავებული სიმპტომები, გავრცელების გზები და ზემოქმედების მასშტაბები ახასიათებს, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიკურ მეთოდებს განაპირობებს.

სოკოვანი დაავადებები

ვაზის სოკოვანი დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მევენახეობაში. ის საფრთხეს უქმნის როგორც ვაზის ზრდასა და განვითარებას, ასევე ყურძნის ხარისხს. სამი ყველაზე ხშირი სოკოვანი დაავადებაა ნაცარი, ჭრაქი და ანთრაქნოზი.

ვაზის ნაცარი

ნაცარს Uncinula necator სახეობის სოკო იწვევს, რომელიც მშრალ და თბილ ამინდში, დაახლოებით 20-27°C ტემპერატურის პირობებში ვითარდება. დაავადების შედეგად ვაზის თითქმის ყველა ნაწილი ზიანდება — ფოთლები, ყლორტები, ყვავილი — და, საერთო ჯამში, მცენარე მნიშვნელოვნად სუსტდება. 

ნაცრის პრევენციისთვის ვენახის რეგულარული მონიტორინგი, ვენტილაციის უზრუნველსაყოფად ვენახის სწორი გასხვლა, გამძლე ჯიშების გამოყენება და ფუნგიციდებით დამუშავებაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაიეგო, რომელსაც როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო მოქმედება აქვს.

ვაზის ჭრაქი

ჭრაქის  Plasmopara viticola სახეობის სოკო იწვევს. დაავადება გრილ და ნესტიან პირობებში ვითარდება — ოპტიმალურია 20-25°C ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. ჭრაქი აზიანებს ვაზის ფოთლებს, ყლორტებს, ყვავილებსა და მტევნებს, რაც ფოტოსინთეზის შეფერხებას, მცენარის დასუსტებას და ზრდის შეჩერებას იწვევს. 

ამ სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვენახის სისტემური დათვალიერება, ნიადაგში ტენის კონტროლი, გასხვლა და პროფილაქტიკური ფუნგიციდების გამოყენება. ,,აგროსფეროს” ქსელში წარმოდგენილი პესტიციდებიდან პროფაილერის ან ბორდოს ფხვნილის გამოყენება შეგიძლიათ, რომლებიც ჭრაქის წინააღმდეგ მოქმედი სისტემური პრეპარატებია.

ანთრაქნოზი

ანთრაქნოზის გამომწვევია Elsinoe ampelina სახეობის სოკო, რომლის განვითარებასაც ტენიანი და თბილი ამინდი —  20-26°C დიაპაზონში — უწყობს ხელს. დაავადების შედეგად ყურძნის მარცვლები იბზარება და ლპება. 

ანთრაქნოზის პრევენციისთვის გასათვალისწინებელია ვაზის ჯიშების გამძლეობა, ვენახში სანიტარიული ნორმების დაცვა,  ვეგეტაციის პერიოდში ფუნგიციდების გამოყენება, მცენარეთა შორის სწორი მანძილის დაცვა და ნიადაგის პროფილაქტიკური დამუშავება. ამ პროცესში აქტიურად შეგიძლიათ მოიხმაროთ ნატივო, რომელიც ფართო სპექტრის ფუნგიციდია. ის გამოიყენება სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების, მათ შორის ნაცრის, ჭრაქის და ანთრაქნოზის წინააღმდეგ.

ვაზის ბაქტერიული დაავადებები

ვაზის ბაქტერიული დაავადებები ნაკლებად გავრცელებულია სოკოვან და ვირუსულ დაავადებებთან შედარებით, თუმცა მათ მიერ მიყენებული ზიანი არანაკლებ მასშტაბურია.

ბაქერიული კიბო

ვაზის ბაქტერიულ კიბოს იწვევს ნიადაგში მობინადრე ბაქტერია Agrobacterium vitis, რომელიც მცენარეში დაზიანებული ფესვებისა და სხვა ნაწილების საშუალებით ხვდება. ის უჯრედების უკონტროლო ზრდას და სიმსივნური წარმონაქმნების განვითარებას უწყობს ხელს. პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ინსტრუმენტების დეზინფექცია, დაავადებული მცენარეების ამოღება და ბიოლოგიური კონტროლის აგენტების გამოყენება.

პირსის დაავადება

პირსის დაავადების შედეგად მცენარის გამტარი ქსოვილები ზიანდება, რაც წყლისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას უშლის ხელს. ამ დაავადების პრევენციისთვის საჭიროა რეზისტენტული ან ტოლერანტული ვაზის ჯიშების შერჩევა, ვექტორი მწერების მკაცრი კონტროლი და დაავადებული მცენარეების დროული იდენტიფიცირება და ამოღება.

ვირუსული დაავადებები

ვაზის ვირუსული დაავადებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მევენახეობას. განსხვავებით სოკოვანი დაავადებებისგან, ვირუსული ინფექციების სამკურნალო საშუალებები არ არსებობს, ამიტომ მათი პრევენცია და კონტროლი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. 

ვაზის ფოთლის დახვევა

დაავადება ვითარდება ისეთი ბუგრების საშუალებით, როგორებიცაა, ციკადები და ფარიანები. ეს ვირუსები აინფიცირებს მცენარის ქსოვილს და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას აფერხებს. პრევენციისათვის აუცილებელია სერტიფიცირებული, ვირუსისაგან თავისუფალი სარგავი მასალის გამოყენება, მწერების ინსექტიციდებით კონტროლი და  უკვე დაავადებული მცენარის დაუყოვნებლის განადგურება. 

მოზაიკის ვირუსი

ვაზის მოზაიკის ვირუსი  ნემატოდების, კერძოდ, Xiphinema index-ის მიერ ვრცელდება. მოზაიკის ვირუსი იწვევს ფოთლების დეფორმაციას, ქლოროზსა და ნეკროზს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფოტოსინთეზის ეფექტურობას და აფერხებს მცენარის ზრდა-განვითარებას. 

თავიდან ასაცილებლად საჭიროა სარგავი მასალის შემოწმება ვირუსისა და ნემატოდების არსებობაზე, ნიადაგის ანალიზი და დამუშავება ნემატიციდებით, რეზისტენტული ან ტოლერანტული ვაზის ჯიშების შერჩევა და დაავადებული მცენარეების დროული განადგურება.

ვაზის მავნებლები

ვაზის ცრუფარიანა და ტკიპები სერიოზული საფრთხეა მევენახეობისთვის, თუმცა მათ განსხვავებული გამომწვევი მიზეზები და პრევენციის მეთოდები აქვთ. ცრუფარიანას წინააღმდეგ ეფექტურია ფილოქსერაგამძლე საძირეები, ინსექტიციდები, მონიტორინგი და კარანტინი, ხოლო ტკიპების საწინააღმდეგოდ - ბუნებრივი მტრები, აკარიციდები, აგროტექნიკური ღონისძიებები. ორივე შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, მათ შორის, გამძლე ჯიშების შერჩევა და ქიმიური მეთოდების გამოყენება.

ვაზის დაცვა სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლისგან მხოლოდ ყველა შესაძლო მეთოდის კომბინირებითაა შესაძლებელი. ეს მოიცავს ვენახის მუდმივ მეთვალყურეობას, პრევენციული ზომების დროულად გატარებას, შესაბამისი პრეპარატების სწორად შერჩევასა და გამოყენებას. 

დამატებითი ინფორმაციისა და პესტიციდების შერჩევისათვის, ეწვიეთ ,,აგროსფეროს” ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიას. ჩვენი აგრო კონსულტანტები დაგეხმარებიან და გირჩევენ რომელი ვაზის ჭრაქის წამალი შეიძინოთ.


აგროსფერო