#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის
👨🎓 გაიცანით აგროსფეროს სტიპენდიანტი თინათინ ივანიშვილი.
თინათინი აგრარული უნივერსიტეტის“ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტია, გეგმავს რომ სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელოს და გაიღრმაოს აქამდე მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.
"დღეს მევენახეობის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მგონია. საქართველოში ფერმერების დიდი ნაწილი დროს ვერ ეწევა. მათ მხოლოდ პრაქტიკული, გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა აქვთ. არადა დროთა განმავლობაში იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, იმ შრომის დაფასებაა, რაც მე უნივერსიტეტში სწავლისას ჩავდე. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ არიან ადამიანები, ვინც შენს მონდომებას ხედავენ და ამას აფასებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სტაჟირების პროგრამაც, რადგან ის შესაძლებლობას მომცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო და კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნა მივიღო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში."